ბლოგის შესახებ


  


                                                ადრეული ქორწინების შესახებ:
წყარო
რა არის ადრეული ქორწინება ?

ადრეული ქორწინება არის 18 წლამდე ასაკის პირს ან არასრულწლოვნის ქორწინება. საერთშორისო სტანდარტების თანახმად, ბავშვთა ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევაა. ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებს უფლება აქვთ ერთმანეთზე დაქორწინდნენ. ოფიციალური ქორწინების ორი ძირითადი პირობაა: ქორწინება უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ხოლო ქორწინების მხარეების ასაკი უნდა იყოს კანონით ნებადართულ საზღვრებში. თუ ქორწინების დადების მხარე არ არის სრულწლოვანი და მას არ შეუძლია მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება მისი მომავალ მეუღლის შესახებ, ასეთი ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს სრული და თავისუფალი. ქორწინება შეიძლება შედგეს მხოლოდ ორივე მხარეს თავისუფალი და სრული თანახმობით. ზოგადად უნდა დაფიქრდეს - ადამიანის უფლებებზე და კერძოდ - ბავშვთა უფლებების დარღვევაზე. ადრეულ ქორწინებაში ბიჭების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გოგონებთან. ისინი წყვეტენ სწავლას და სკოლაში სიარულს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში მოცემულია კანონები და რეკომენდაციები. ქორწინების უნდა განისაზღვროს მინიმალური ასაკი ( უნდა იყოს 18 წელზე მეტი ასაკის ) უნდა გააგრძელონ განათლება, შემდეგ კი დაქორწინება შეუძლიათ. დღეს ბევრ ქვეყანაში ადრეული ქორწინება არის გავრცელებული.

ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, ნებისმიერ ქვეყანაში 18 წლამდე ასაკის ბავშვი არასრულწლოვნად ითვლება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სრულწლოვანების ასაკი 18 წელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-1 მუხლის თანახმად, ქორწინება 18 ასაკიდან დასაშვებია. ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების სერიოზული შედეგების დასაძლევად, საქართველოში ადრეული ქორწინებისთვის დაწესებულია ჯარიმა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე -16 მუხლი სტატიაში ნათქვამია: „ზრდასრული მამაკაცები და ქალები, ნებისმიერი რასის, ეროვნების  უფლება აქვთ დაქორწინდნენ  ერთმანეთს რელიგიური შეზღუდვების გარეშე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ბმულს:

წყარო



No comments:

Post a Comment